logo
ENG



თურნავა ფრონტერას მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჯაროოს

04 ივნ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. 

მინისტრი კომპანიას მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს. 

„ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ვპასუხობთ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, ვინაიდან მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშორისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე ამის შესახებ, მოდით, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ფრონტერა საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს


close დახურვა